ახალი ამბები

გორში დასაქმების ფესტივალი გაიმართება 

გორში დასაქმების ფესტივალი გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები არიან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის განვითარების სააგენტო და სახელმწიფო უნივერსიტეტი. 

დასაქმების ფესტივალი 26 სექტემბერს, გორის უნივერსიტეტში გაიმართება, სადაც იქნება  მცირე მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა და პროფესიული მასტერკლასები. ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გაგრძელდება. 

დასაქმების მსურველებს შეეძლებათ შეხვდნენ 30-მდე დამსაქმებელს და დაესწრონ მასტერკლასებს. დასაქმების ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და ქსელური ბრენდების სხვადასხვა ვაკანსიები.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.