ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” ლიდერი, დავით ქაცარავა ამბობს, რომ გუშინ, 11 სექტემბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, პატრულირების დროს დააფიქსირეს რუსი ოკუპანტების ჩასაფრება, რომელებიც ადგილობრივების გატაცებას აპირებდნენ.
“გუშინ, დოლომიტის საბადოს მიმდებარედ, დავაფიქსირეთ ჩვენი ვარაუდით, ჩასაფრება რუსი ჯარისკაცების, რომლებიც სავარაუდოდ, ემზადებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გასატაცებლად, რომლებიც იქვე ახლოს მუშაობდნენ. როდესაც დაგვინახეს და მიხვდნენ, რომ ვუღებდით მაშინვე დატოვეს ტერიტორია და გადაინაცვლეს მაღალ წერტილზე, საიდანაც თვითონაც დაიწყეს ჩვენი გადაღება”, – განაცხადა დავით ქაცარავამ.
დატოვეთ კომენტარი