გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო თანამშრომლებისთვის ზამთრის სპეცტანსაცმელს ყიდულობს. ამისთვის 30 118 ლარი აქვს გათვალისწინებული . ამ დროისთვის ტენდერი, შერჩევა-შეფასების ეტაპზეა
სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ სააგენტო ყიდულობს 536 ცალ სპეცტანსაცმელს:
- დათბილული ქურთუკი -239 ცალი;
- დათბილული შარვალი-157 ცალი;
- საწვიმარი ლაბადა-140 ცალი.
შერჩეულმა პრეტენდეტმა ტანსაცმლის მიწოდება უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში.
დატოვეთ კომენტარი