ახალი ამბები

გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ ბულვარი მოეწყობა 

გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ ბულვარისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 272` 430 ლარი გაითვალისწინა. 

სამუშაოს შესრულების ვადაა 2023 წელს- ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) კალენდარული დღე, მაგრამ არაუგვიანეს 2023 წლის 20 დეკემბრისა, ხოლო 2024 წლში – 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღე, ამავე წლის 01 მარტიდან.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა შეადგენს, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 წელს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.