ახალი ამბები

გორელი ბიზნესმენის ავტომობილის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 

გორელი ბიზნესმენის, ვაჟა ნებიერიძის ავტომობილის დაწვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენის კუთვნილი ავტომობილი გვიან ღამით, რესტორან “ჟოსეფის” მიმდებარედ დაწვეს. 

გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით. 

დატოვეთ კომენტარი