ახალი ამბები

“ჩილეში წარმოებული ქლიავის ჩირი 24 ლარი ღირს, ფერმერებს კი ქლიავის გადაყრა უწევთ” – ქორჩილავა 

“მარკეტებში ქლიავის ჩირი, რომელიც ჩილეშია წარმოებული კილოგრამი 24 ლარი ღირს, გორის სოფლებში კი ქლიავის ფასი 60-70 თეთრია”, – წერს ენმ- ს წევრი გორის საკრებულოში, ბექა ქორჩილავა. 

მისი თქმით, ხშირად ფერემერები ვერც კი ახერხებენ ქლიავის გაყიდვას და მისი გადაყრა უწევთ. 

“შავი ქლიავის ფასი გორის სოფლებში საშუალოდ 60-70 თეთრია. ფერმერები ვერც ყიდიან და ხანდახან, იძულებულები არიან ხილი გადაყარონ კიდეც. ამ დროს, ჩილეში წარმოებული ქლიავის მზა ჩირი 24 ლარი ღირს კილოგრამი, საქართველოში (მარკეტში 250 გრამიანი შეფუთვა 6 ლარად იყიდება)”, – წერს ბექა ქორჩილავა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.