ახალი ამბები

ერთი წლის წინ გახსნილი საცურაო აუზისთვის ქარელის მერიამ დირექტორი ჯერ ვერ შეარჩია

ქარელის საცურაო აუზის გახსნიდან ერთი წელი გავიდა, თუმცა დირექტორის პოსტი ამ დრომდე ვაკანტური რჩება.

საცურაო აუზის თანამშრომლები ამბობენ, რომ დაწესებულება დირექტორის გარეშეც შეუფერხებლად მუშაობს. 

“აუზზს რომ დირექტორი არ ჰყავს, ეს მის მუშაობას ხელს არ უშლის. აუზი გამართულად მუშაობს, უკმაყოფილი ჩვენი მომსახურებით არავინ არ არის”, – გვითხრა საცურაო აუზის ადმინისტრატორმა თეონა მარღიშვილმა. 

მუნიციპალური საცურაო აუზი ქარელში 2022 წლის 5 სექტემბერს გაიხნა. მას შემდეგ “მოზაიკას” მერიაში არაერთხელ უთხრეს, რომ დირექტორის შერჩევა მიმდინარეობდა. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი