ახალი ამბები

შიდა ქართლიდან მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის ორი პედაგოგი მოხვდა

ნინო ფსუტური და ნინო ნიპარიშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები გახდნენ.

ნინო ფსუტური გორის მე-8 საჯარო სკოლის პედაგოგია, ის აღნიშნულ სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. 

ნინო ნიპარიშვილი კასპელი პედაგოგია და სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტად სულ 5 მასწავლებელი დასახელდა. 

დატოვეთ კომენტარი