ახალი ამბები

“გამოვიდეს საკრებულოს თავმჯდომარე, დაგვეხმაროს ” – გარემოვაჭრეები პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ 

შემდეგი აქცია უნდა გაიმართოს მერიასთან, რადგან ბატონმა ლადომ საკუთარ თავზე აიღოს ან ხალხთან ჭიდილი და მათი ლუკმა-პურის გარეშე დატოვება, ან მოტრიალდება ხალხის მხარეს და მისცემს მათ საშუალებას მოწესრიგებულად გააგრძელონ ვაჭრობა“, – განაცხადა ლეიბორისტული პარტიის წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა.

ოპოზიციონერი დღეს, გორელ გარემოვაჭრეებთან ერთად საკრებულოს შენობასთან მივიდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც ქართლის ქუჩაზე გადავიდნენ, ვეღარ ვაჭრობენ და მერიას ძველ ადგილას, გურამიშვილის ქუჩაზე დაბრუნებას სთხოვენ.

“რომელი ადგილიც გვითხრეს, მერე მაგაზეც უარი გვითხრა ხინჩეგაშვილმა, არ გვითქვია ეგ ადგილიო. 5 – 6 დღეა 2 ლარის მეტი არ მივაჭრია დღეში, ამიტომ მოვითხოვ ძველ ადგილას დაბრუნებას, თუ არადა მოგვცეს უფლება, ძველი ბაზრის ეზოში დავდგეთ, მოვაწესრიგებთ იქაურობას და ვივაჭრებთ. თუ არადა გამობრძანდეს საკრებულოს თავმჯდომარე და დაგვეხმაროს. გვითხრას რამე. თუ არადა მის სახლთანაც მივალთ და იქაც დავდგებით”, – განაცხადა ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ. 

მოვაჭრეებთან შესახევედრად საკრებულოდან არავინ გამოსულა, მათი თქმით, სამომავლოდ პროტესტს გააგრძელებენ, მივლენ მერიასთანაც და მოითხოვენ გარევაჭრობისთვის შესაბამის პირობებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს გორელი გარემოვაჭრეები, რომლებსაც გურამიშვილის ქუჩა იძულებით დაატოვებინეს, საკრებულოს შენობასთან მივიდნენ და საკრებულოს თავმჯომარის, დავით რაზმაძის განცხადება გააპროტესტეს. საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ისინი “კრიმინალებისგან” მართულები არიან. 

ამავე თემაზე: “გორის მერმა მოატყუა გარემოვაჭრეები” – ლაშა ჩხარტიშვილი 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.