ახალი ამბები

“დარაჯს ესმოდა ხმა, ყვიროდა მიშველეთო” – კასპში ნაცემი შშმ პირის დედა 

კასპში ნაცემი შშმ პირის დედა ამბობს, რომ მის შვილზე ფიზიკურად რამდენიმე ადამიანმა იძალადა. ნაცემი ბიჭი უკაცრიელ ადგილას დატოვეს, ის დახმარების სათხოვნელად ახლოს მდებარე ობიექტთან თავისით მივიდა. 

“მომიყვა, რომ წიხლებით უცემიათ, სამნი ყოფილან მანქანებით. ერთ-ერთს გამოუვლია გზაზე და გაუჩერებია, უთქვამს, წამო, გიო გაგასეირნო მანქანითო, ეს ყველას ენდობა და ჩაუჯდა. ყვიროდა თურმე გამიშვით, თორემ გადავხტებიო, არ გაუშვეს და წაიყვანეს, სადაც დაგეგმილი ჰქონდათ ალბათ. დაბლა დამაგდეს, წიხლები და მუშტები მირტყესო. მისი ყვირილი დარაჯს ესმოდა, მიშველეთო ყვიროდა თურმე. სცემეს და იქ დააგდეს, ერთი საათის შემდეგ, თვითონ მისულა ამ დარაჯთან და უთხოვია მიშველე, სახლში წამიყვანეო”, – ამბობს დედა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცის ცემის შესახებ ინფორმაცია სამოქალაქო აქტივისტმა, ირაკლი მილაძემ გაავრცელა. შმმ პირი ამ დროისთვის, მძიმე დაზიანებებით კლინიკაში იმყოფება. 

დატოვეთ კომენტარი