ახალი ამბები

გორში იაჰოვას მოწმეები სცემეს 

გორში, ცხინვალის გზატკეცილზე იაჰოვა მოწმეები სცემეს. 

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი 4 ადამიანს ფიზიკურად გაუსწორდა, მათ შორის ქალებს.

თვითმხილველის თქმით, მამაკაცმა მათზე იმ დროს იძალადა, როდესაც ისინი  საინფორმაციო ფურცლებს არიგებდნენ.

“გზაზე მიმავალი მამაკაცი მივიდა და მათ თავს დაესხა”, – გვიყვება თვითმხილველი.

ადგილზე გამოიძახეს პოლიციაც, მოძალადე მამაკაცი დაკავებულია.

დატოვეთ კომენტარი