ახალი ამბები

“სკოლას საძირკველი გამოერეცხა” – სურამში, რუსიას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა სურთ

სურამში, რუსიას ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობას ითხოვენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ქუჩიდან ჩამოსული წყალი ახლოს მდებარე ინფრასტრუქტურას აზიანებს. მათი თქმით, ამ პრომლემის მოგვარებისთვის, არაერთხელ მიმართეს ხაშურის მერიას. 

“როდის ეღირსება სურამში, რუსიას ქუჩას სანიაღვრე არხი? მოსახლეობისა და სკოლის განცხადება არაერთგზის არის შემოტანილი. უმნიშვნელოვანესია ეს პროექტი, რადგან ამ ქუჩიდან ჩამონადენი წყალი ანადგურებს სურამის პირველ საჯარო სკოლას, ფსიქიატრიულ საავადმყოფოს და ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობას”, – წერს ერთ-ერთი ადგილობრივი, ნინო მასურაშვილი.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრე არხი არ არის, სკოლის შენობას საძირკველი გამოერეცხა. 

მოსახლოების თხოვნას, ხაშურის მერიამ უპასუხა. უწყების განმარტებით, რუსიას ქუჩაზე შესაბამისი სამუშაოებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. 

“მიმდინარეობს პროექტირება, სამუშაოების განსახორციელებლად, კერძოდ, აღნიშნულ ქუჩაზე სანიაღვრეების მოსაწყობად” , – განმარტავენ ხაშურის მერიაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.