ახალი ამბები

ავარია გორში – დაშავდა ერთი ადამიანი 

გორში, სტალინის სახლ-მუზეიმის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. 

“ერთი იყო დაშავებული, “ოპელი” და “მერსედესი” შეეჯახა ერთმანეთს”, – უთხრა ერთ-ერთმა თვითმხილველმა “მოზაიკას”. 

ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც.

დატოვეთ კომენტარი