სტატიები

რამდენი სათვალთვალო კამერაა შიდა ქართლში – ჩამონათვალი მუნიციპალიტეტების მიხედვით 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულის პრევენციისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან ქსელში ჩართულია 6985 ვიდეოკამერა, მათ შორის 2238 ნომრის ამომცნობი, ხოლო  4747 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

უწყების ინფორმაციით, 6985 კამერიდან შიდა ქართლში 316 კამერაა დამონტაჟებული, რომელთა მოვლა-პატრონობა მუნიციპალიტეტებს აქვთ დავალებული.

გორის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 167 კამერაა განთავსებული:
  • ნომრის ამომცნობი – 46 ცალი; 
  • ზოგადი ხედვის – 121 ცალი. 

ამავე თემაზე: გორის მერია სათვალთვალო კამერების მოვლა-პატრონობისთვის 160 000 ლარამდე დახარჯავს

ქარელის მუნიციპალიტეტში 17 კამერაა დამონტაჟებული:
  • ნომრის ამომცნობი – 13 ცალი;
  • ზოგადი ხედვის – 4 ცალი. 

ხაშურის მუნიციპალიტეტში 38 კამერაა განთავსებული:
  • ნომრის ამომცნობი – 25 ცალი;
  • ზოგადი ხედვის – 13 ცალი. 

კასპის მუნიციპალიტეტში 31 კამერაა დამონტაჟებული:
  • ნომრის ამომცნობი – 16 ცალი; 
  • ზოგადი ხედვის – 15 ცალი.

ყოველწლიურად მუნიციპალიტეტები კამერების მოვლა-პატრონობისთვის ხელშეკრულებას ერთიდაიგივე კომპანიას უფორმებენ და ამისთვის სამ წელში დაახლოებით 300 000 ლარამდე ხარჯავენ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.