ახალი ამბები

ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი 1-ელ სექტემბერს გაიხსნება 

ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი გაიმართება, რომელსაც ნიქოზის ხელოვნების სკოლა უმასპინძლებს. 

ფესტივალი 1 -ელი სექტემბრიდან  7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. ღონისძიება წელს მეთერტმეტედ ჩატარდება. 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ოსტატობის გაკვეთილები (მასტერკლასი). ანიმაციის ხელოვნებაში გაკვეთილებს ჩაატარებს  ანიმაციის რეჟისორი და მხატვარ-ანიმატორი, ესტონეთის კინოუნივერსიტეტის მასწავლებელი, ანუ-ლაურა ტუტელბერგი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.