ახალი ამბები

რუის-ურბნისის ეპარქია მამაკაცებისთვის სასულიერო სასწავლებელს ხსნის 

რუის-ურბნისის ეპარქია სასულიერო სასწავლებელს ხსნის.  

“რუისისა და ურბნისის ეპარქიაში იობ მრავალვნებელის სახელობის სასულიერო სასწავლებელი დაიწყებს ფუნქციონირებას. წმ. იობ მრავალვნებულის სახელობის სასულიერო სასწავლებელი პანსიონური ტიპისაა და სწავლა უფასო იქნება”, – წერს ეპარქია. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ. კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ. 

“მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიულ დონეზე შეისწავლონ მართლმადიდებლური სარწმუნოების კატეხიზმო, ძველი და ახალი აღთქმა, ეკლესიის ისტორია, ქართული ენა, საქართველოს ისტორია, კანონიკური სამართალი, ლიტურგიკა და პატროლოგია. სასწავლებელში ფუნქციონირებს საოქრომჭედლო სახელოსნო და გალობის ცენტრი. სასწავლო ( სამოძღვრო ) კურსი შედგენს 3 ( სამ) წელს, რისი დასრულების შემდეგაც გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი”.

სასწავლებელში სწავლა  საშუალო განათლების მქონე 18-50 წლამდე მამაკაცებს შეეძლებათ. მათი შერჩევა გასაუბრების საფუძველზე მოხდება, რომელიც 1-ელ სექტემბერს ქარელის საეპისკოპო რეზიდენციაში ჩატარდება.

სწავლა 1 ოქტომბრიდან დაიწყება.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები