ახალი ამბები

“ოკუპანტებმა კირბლის “ლომისის” ტაძრის კარი აჭედეს” – დავით ქაცარავა 

ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშია” ლიდერი დავით ქაცარავა წერს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ტაძრის კარი აჭედეს. 

“დღეს, პატრულირებისას აღმოვაჩინეთ, რომ ღორმა ოკუპანტებმა, გორის რაიონის სოფელ კირბალის წმინდა ლომისის ტაძარზე,შესასვლელი კარები აჭედეს. მართალია, ეს ტაძარი ოკუპირებულია, მაგრამ იცვლება ამით რამე? აი, ამ ღორებს უწოდებთ ერთმორწმუნეებს? ამათთან გაქვთ საერთო ქრისტიანული ღირებულებები?”, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში. 

დატოვეთ კომენტარი