ახალი ამბები

კასპში, სააკაძის სკვერში სკამები დაამტვრიეს 

კასპში, გიორგი სააკაძის სკვერში სკამები დაამტვრიეს, – ამის შესახებ ინფორმაცია კასპის მერიამ გაავრცელა. 

კასპის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, არ დააზიანონ ქალაქის ინფრასტრუქტურა. 

“გიორგი სააკაძის სკვერში, რომელიც ბევრი ადამიანის თავშეყრის ადგილია უღირსმა მოქალაქეებმა მორიგი ვანდალიზმი ჩაიდინეს. დააზიანეს 2 სკამი, რომელიც საკმაოდ მყარია, ამიტომ დაზიანება შემთხვევითობა არ უნდა იყოს. მოგმართავთ ამ ქმედების ჩამდენთ,  ვინ მოგცათ უფლება დააზიანოთ ის რაც, თითოეული კასპელის საკუთრებაა და საერთოდ რატომ ხართ უპასუხისმგებლო და უგულო ადამიანები. რატომ გძულთ საკუთარი ქალაქი? ქალაქის სიყვარულიც ამას ჰქვია, ბარაქალა თქვენს „ვაჟკაცობას“ !”, – ნათქვამია მერიის ტექსტში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.