ახალი ამბები

“დრამერი” – გორში კოტე კალანდაძის ფილმის ჩვენება გაიმართება 

27 აგვისტოს, 9 და 10 სექტემბერს შემოქმედებითი ინიციატივების რეგიონული გაერთიანება “ქსელი” გიწვევთ კოტე კალანდაძის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “დრამერი” კინოჩვენებებზე გორში, დიმში, ბოლნისსა და თეთრწყაროში გამართავს.

ფილმი ახალგაზრდა მუსიკოსზეა, რომელიც ცხოვრებას იმედით უყურებს და საკუთარ დასარტყამ ინსტრუმენტზე ოცნებობს. თუმცა მისი ოცნება ოცნებადვე რჩება. სწორედ ამ დროს ნიკოს ცხოვრებაში ნარკორეალიზატორი კოღო ჩნდება და ნიკოც მისდაუნებურად კრიმინალური სქემის და პოლიციის დაპირისპირების მონაწილე ხდება. ნიკოსთვის დგება მომენტი, როდესაც ის ცხოვრების გადააზრებას იწყებს.  ფილმი ნაჩვენები იქნება ინგლისური სუბტიტრებით. ყველა ჩვენებაზე დასწრება თავისუფალია.

ფილმის ჩვენება 27 აგვისტოს, 20:00 საათზე გორის ხელოვნების სახლში გაიმართება. ჩვენების შემდეგ მოეწყობა დისკუსია რეჟისორთან. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.