ახალი ამბები

ხაშურის მერიამ საპატრიარქოს  რკინა-ბეტონის ბოძები აჩუქა

სურამისა და ხაშურის ეპარქიას ადგილობრივმა ხელისუფლებამ  რკინა-ბეტონის 42 ბოძი აჩუქა.

როგორც საკრებულოს სხდომაზე,  ხაშურის მერიის ეკონომიკური სამსახურის უფროსმა განმარტა, ბოძების მიღების თხოვნით, მერიას საქართელოს საპატრიარქომ მიმართა. 

“საქართველოს საპატრიარქოდან შემოსულია თხოვნა 42 რკინა-ბეტონის ბოძის გადაცემასთან დაკავშირებით, რომელიც დასაწყოებულია სოფელ ნაგარებში. საპატრიარქოს წერილში აღნიშნულია, რომ მათ ეს ბოძები მინისტარის დასახლებაში ეპარქიის საკუთრებაში არსებული მიწის შემოსაღობვად სჭირდებათ”, – აღნიშნა სერგო ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ბოძები საგზაო დეპარტამენტის საკუთრება იყო, რომლებიც მისი სამსახურის შუამდგომლობით, მერიას გადაეცა. 

“ჩვენი შუამდგომლობით დეპარტამენტმა მერიას გადმოსცა, შემდგომში სურამისა და ხაშურის ეპარქიისთვის გადასაცემად”, – განმარტა სერგო ლალიაშვილმა.

საპატრიარქოსთვის ბოძების გადაცემას საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. მათი გადაწყვეტილებით, სურამისა და ხაშურის ეპარქია რკინა-ბეტონის 42 ბოძს უსასყიდლოდ მიიღებს. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი