ახალი ამბები

ხაშურიდან გამყოფ ხაზთან მცხოვრები ახალგაზრდები ანაკლიის ბანაკში გაემგზავრნენ

ხაშურის მუნიციპალიტეტიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების პირველი ნაკადი დღეს ანაკლიაში, საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა. 

ხაშურის მერიის ინფორმაციით, ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ რეკრეაციულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში, რომლებიც არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით და ახალგაზრდული საქმიანობის პრინციპების გათვალისწინებით განხორციელდება.

ბანაკი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს “ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში ეწყობა. მასში ახალგაზრდების მონაწილეობა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების კულტურისა და სპორტის სამსახურმა უზრუნველყო.

დატოვეთ კომენტარი