ახალი ამბები

“ახალბაღის” გახსნის თარიღად 15 ოქტომბერს ასახელებენ 

“ახალბაღის” გახსნის თარიღად 15 ოქტომბერს ასახელებენ. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ახალბაღის რეაბილიტაციის ფარგლებში, სამუშაოების 80-85 პროცენტი შესრულებულია.

“ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. შადრევნის პროექტი ბოლოს დაემატა და თითქმის დასრულებულია, მოპირკეთება უნდა და ა.შ.. ჯერჯერობით არის ვადა, ეს ბევრჯერ გადაიწია და ამას ბევრი მიზეზი აქვს. ბოლოს როგორ იქნება, არ ვიცი, კიდევ რაღაცები დარჩა, მაგრამ მშენებლობა რაც იყო, თითქმის ყველაფერი ბოლოსკენაა, ღობე, შადრევანი და ა.შ., რაზეც ცოტა გვიან შევიდა ცვლილება, დანარჩენი მიდის ჩვეულებრივ”, – განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენელმა ბაჩანა გვიანიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ  “ახალბაღის” რეაბილიტაცია 2021 წელს დაიწყო და ერთ წელში უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს და დასრულების ვადამ რამდენჯერმე გადაიწია.

დატოვეთ კომენტარი
ტეგები