ახალი ამბები

ქარელის მერია ლეთეთში და ბრეძაში წყლის სისტემის მოწყობას აპირებს

ქარელის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ლეთეთში და სოფელ ბრეძაში წყლის სისტემას მოაწყობს.

პროექტის ჯამური ღირებულება 51 700 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სოფელ ბრეძაში სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად  45 577 ლარი დაიხარჯება.

სოფელ ლეთეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობისთვის კი, 6 122 ლარია გათვალისწინებული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი