გორში, გურამიშვილის ქუჩაზე კვლავ ხმაურია. ადგილზე დილიდან მობილიზებულები არიან მუნიციპალური ინსპქციის თანამშრომლები, რომლებიც გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევენ.
ერთ-ერთი მოვაჭრე წინააღმდეგობის გაწევის დროს წაიქცა და თავი დაარტყა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ შესაბამისი დახმარება აღმოუჩინა.
მოვაჭრეებს სოლიდარობას უცხადებენ ლეიბორისტული პარტიისა და “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრები და ადგილზე მათთან ერთად იმყოფებიან.
მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გურამუშვილის ქუჩაზე დღეს დილის 8:00 საათიდან მივიდნენ. მათთან ერთად იმყოდება აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელი, ილია რაზმაძეც, რომელიც “მოზაიკამ” ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში სავარაუდოდ, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვაში ამხილა. კერძოდ, რაზმაძეც იმ თანამდებობის პირების ჩამონათვალშია, ვინც ბიუჯეტის ფულით შეძენილ ავტომობილს არასამუშაო საათების დროს, პირადი მიზნებისთვის მოიხმარს.