ახალი ამბები

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დახლები აუშალეს 

გორში, გურამიშვილის ქუჩაზე გარემოვაჭრეებს დახლები აუშალეს და ტერიტორია დაატოვებინეს. 

გორის მერიის მიერ მიცემული ვადა, რომელიც გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დასატოვებლად ჰქონდათ, დღეს, 19 აგვისტოს ამოიწურა. 

დილიდან, ადგილზე მივიდნენ მუნიციპალური ინსპექცია და სამართალდამცავები, რასაც მოვაჭრეებსა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.