“ან მერივით მოიქცეს ან წავიდეს და ისევ იჭიდაოს”, – განაცხადა გორში, გამოვაჭრეებთან მყოფმა უფლებადამცველმა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ის დილიდან გურამიშვილის ქუჩაზე იმყოფება და გარემოვაჭრეებს სოლიდარობას უცხადებს. ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელიც გარემოვაჭრეებს და მათ მხარდამჭერებს აქვთ, ხელისუფლების მაღალჩინოსნების ადგილზე მისვლაა.
“რიგით თანამშრომლებს რომ გზავნიან, ესენი უბრალოდ დავალებას ასრულებენ. მოვიდეს ქალაქის მერი და ან მერივით მოიქცეს, ან წავიდეს და ისევ იჭიდაოს, ხალხს მაინც არ შეაძულებს თავს. დიდი მადლობა კარგი ჭიდაობისთვის, მაგრამ ახლა მერია და მერივით უნდა მოიქცეს”, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების საშუალებას არ აძლევენ, რის გამოც ტერიტორიაზე ამ დრომდე დაძაბული ვითარებაა.