ახალი ამბები

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხაშურში საქალაქო კულტურის სახლის (ყოფილი რკინიგზის კლუბის) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტით შენობის სრული რეკონსტრუქციაა გათვალისწინებული.

ხაშურის მერიის ცნობით,  ამ ეტაპზე მიმდინარეობს, როგორც დარბაზის, ასევე, კულისებისა და ადმინისტრაციული ოთახების მოწყობა.

“პროექტის ფარგლებში, დარბაზში დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის გახმოვანების და განათების სისტემები, შესაბამისი აკუსტიკით. შენობაში მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემები, იქნება გათბობა, გამოიცვლება სახურავი. შენობა ადაპტირდება შშმ პირებზე და ექნება სათადარიგო გასასვლელი. ეს პროექტი ყველა ხაშურელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება ამ შენობას მნიშვნელოვნად უკავშირდება”, –  განაცხადა ხაშურის მერმა, თენგიზ ჩიტიაშვილმა. 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გიორგი პაპიაშვილის განმარტებით, პროექტი გარდამავალია, სამუშაოების ღირებულება 1714744 ლარს ითვალისწინებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.