19 წლის მარიამ მელაძე გარდაიცვალა. ის გორის 1-ელი საჯარო სკოლის კურსდამთავრებული იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა.
“სამწუხაროდ, გარდაიცვალა ჩვენი კურსდამთავრებული, ყველასათვის საყვარელი, კეთილშობილი და სითბოთი სავსე მარიამ მელაძე. თანავუგრძნობთ მის ოჯახს, სრულიად სასკოლო საზოგადოებას, მის ერთგულ თანაკლასელებს, კლასის ხელმძღვანელს და გამძლეობას ვუსურვებთ მათ”, – ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მარიამ რამდენიმე თვის წინ ღვიძლის გადანერგვა დასჭირდა, ოპერაციისთვის თანხის შეგროვება ოჯახმა საზოგადოებას სთხოვა, რაზეც “მოზაიკაც” წერდა. მარიამს ოპერაცია თურქეთის ერთ-ერთ კლინიკში ჩაუტარდა.
დატოვეთ კომენტარი