გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ გაგლოანთუბანში, მდინარე ტანაზე საფეხმავლო ხიდის მოსაწყობად გამარტივებული წესით ხელშეკრულება გაუფორმა ს.ს აგროტექსერვისს, რომელსაც სამუშაოებისთვის 27 055 ლარს გადაუხდის.
სამუშაოები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო განახორციელოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.
სოფელი გაგლოანთუბანი გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს. სოფელში 11 ადამიანი ცხოვრობს. სოფლის კრებაზე განსახორციელებელი პროექტის შესრჩევას, მხოლოდ 6 მათგანი ესწრებოდა, რომლებმაც არჩევანი გზის მოწესრიგებასა და ხიდის მოწყობას შორის, ამ უკანასკნელზე შეაჩერეს.