ახალი ამბები

“ტყეში ხე აღარ დარჩა” – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი 

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი ჩივის, რომ მოსახლეობა სოფლებთან ახლოს ტყეებში ხეებს მასობრივად ჭრის. კახა გაზდელიანმა ამის შესახებ ხაშურის საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. 

საკითხი ეხებოდა გამხმარი ხეების ტყეკაპს, რაზეც გაზდელიანმა განაცხადა, რომ მოსახლეობა განურჩევლად ჭრის გამხმარს და ჯანმრთელ ხეს. 

“ნახევრად გამხმარ ხეებს ტყეკაპს ვერ ვუკეთებთ, ამ ხეზე ცულის დადება იქნება და მოსახლეობა მაშინვე მათ მოჭრას დაიწყებს, ვერ ვაკავებთ. შეშა მოსაჭრელი მხოლოდ, ძამის ხეობაში დარჩა, სოფლებში აღარ დარჩა არაფერი. ჩემი ფეხით მაქვს მოვლილი, სხვის ნაამბობს კი არ გეუბნევით. ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ. ხალხს შორს წასვლა აღარ უნდა, ყველას უნდა ახლოში მოჭრას ხე, პატარა მანქანებით შედიან და ისე გამოაქვთ მოჭრილი ხეები ტყიდან. მოსახლეობა თუ არ მოგვეხმარა, ისე ჩვენ ვერაფერს გავხდებით”, – განაცხადა თქვა კახა გაზდელიანმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი