ახალი ამბები

სანიტარული კვანძები და აბანო – რა იგეგმება ნარკოლოგიურის ყოფილ შენობაში 

გორში, ყოფილი ნარკოლოგიურის შენობაში სანიტარული კვანძების რეაბილიტაცია და აბანოს მშენებლობა იგეგმება.

გორის მერიამ აღნიშნული სამუშაოებისთვის 442 880 ლარი გაითვალისწინა. გამოცხადებულია შესაბამისი ტენდერიც.

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან, 90 დღეში უნდა დაასრულოს.  

ანწუხელიძის #1- ში მდებრე შენობაში სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ, მათ მძიმე პირობებში ცხოვრება უწევთ. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას წლებია სთხოვენ. 

აღნიშნულ შენობაში არსებულ ვითარებას რამდენიმე თვის წინ, სახალხო დამცველიც გაეცნო და მდგომარეობა უკიდურესად მძიმედ შეაფასა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.