ახალი ამბები

ავარია გორში –  ორი ავტომობილი ერთმანეთს, შემდეგ კი დენის ბოძს შეეჯახა 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, გზაჯვარედინზე ერთმანეთს ორი საპირისპიროდ მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემდეგ კი ელქტრო ენერგიის ბოძსა და გაზის მილს. 

“ერთ-ერთი მანქანის მძღოლი ტელეფონზე ლაპარაკობდა, თან მანქანაში რაღაც საბუთებში იქექებოდა, ვერ დაინახა წინიდან მომავალი მანქანა და დაეჯახა, შემდეგ დენის ბოძსა და გაზის მილს შეეჯახნენ”, – ამბობს თვითმხილველი. 

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.

დატოვეთ კომენტარი