ახალი ამბები

“ოპერაცია სჭირდება, მავთულხლართებთან ცხოვრობს” –  60 წლის ქალს დახმარება სჭირდება

სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ მარტოხელა ქალს დახმარება სჭირდება, – ინფორმაციას ამის შესახებ გიორგი ანწუხელიძის სახელობის ხურვალეთის საკვირაო სკოლა ავრცელებს. 

“სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო მავრთულხლართებიდან 20 მეტრში, ცხოვრობს ქალბატონი მანანა, 60 წლის, მარტოხელა, გვერდით მეზობელიც კი არ ჰყავს. მანანა ჩუმი და უთქმელი გმირია ჩვენი ქვეყნის, რომელიც არ ტოვებს საკუთარ სახლს! მას ორივე ფეხი საოპერაციო აქვს, რის გამოც ისედაც მძიმე ყოფას, ფიზიკური ტკივილებიც ემატება. გთხოვთ, მაქსიმალურად გავაზიაროთ, იქნებ რომელიმე კლინიკამ მოინდომოს დაეხმაროს ამ არაჩვეულებრივ ადამიანს, ჩაუტაროს გამოკვლევა და გაუკეთოს ოპერაცია”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი