ახალი ამბები

“საშიშია ბავშვებისთვის” – რა მოხდა გორის ერთ – ერთ სკვერში, სადაც განათება არ არის 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ სკვერში მოქალაქეებმა მამაკაცის მიერ უხამსი ქმედებების გამო პოლიცია გამოიძახეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ირმა მთიულიშვილმა გაავრცელა. 

მისი თქმით, აღნიშნული სკვერი სტადიონთანაა მიბმული, საღამოს საათებში კი უამრავი ბავშვი თამაშობს, ამის მიუხედავად ტერიტორიაზე განათება არ არის. მისი თქმით, მამაკაცი ბავშვების მისამართით უხამს ჟესტებს გამოხატავდა. მოქალაქეების მხრიდან ყვირილის შემდეგ აღნიშნული მამაკაცმა ტერიტორია დატოვა. 

“გუშინ, ისეთი ამბავი მოხდა ერთ-ერთ სტადიონთან, ზედ მიბმული ერთად სტადიონი, სკვერი და საბავშვო ბაღი მინიმუმ 25 ბავშვი სკვერში თამაშობდა და ამ დროს ვიღაც ავადმყოფი ბავშვების მიმართულებით საშინელებებს აკეთებდა, ქვეყანა დაავადდა, პედოფილებით გაივსო, ამას ხელს უწყობს მოუწესრიგებელი განათებებიც, საბავშვო ბაღებს კამერების ნაკლებობა. მაინც და მაინც მოკლული, დაკარგული, ნაწამები, გაუპატიურებული ბავშვები გინდათ ტვინები რომ გაანძრიოთ? დაყევით და ზაფხულის პერიოდში განათებებს მიხედეთ, სკვერები, სტადიონები მოაწესრიგეთ, არ ხდება კარგი ამბები და შეგნებულად არ ვამბობ, იმიტომ რომ საქმეში ჩართულია შსს, არასრულწლოვანი ბავშვები და მომსწრე ვარ, რაც მოხდა”, – წერს ირმა მთიულიშვილი. 

ირმა მთიულიშვილი ამბობს, რომ სკვერის ტერიტორიაზე განათებების არსებობის შემთხვევაში მამაკაცის სახის დანახვას შეძლებნენ. 

დატოვეთ კომენტარი