ახალი ამბები

ცედანსა და ოძისში საბავშვო სკვერების მოწყობას 59 547 ლარი მოხმარდება 

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცედანსა და ოძისში საბავშვო სკვერები მოეწყობა. 

სამუშაოებისთვის ხელშეკრულებები ხაშურის მერიამ შპს -ს “გური +” გაუფორმა, რომელსაც საერთო ჯამში 59 547 ლარს გადაუხდის. 

  • ცედანში სკვერის მოწყობას 29 848 ლარი მოხმარდება; 
  • ოძისში  ამ მიმართულებით 29 699 ლარი დაიხარჯება. 

ხელშეკრულებების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოები 42 დღის ვადაში უნდა დაასრულოს. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. 

დატოვეთ კომენტარი