ახალი ამბები

გორისა და კარალეთის ტერიტორიაზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აუქციონზე იყიდება 

გორის მუნიციპალიტეტში, გორისა და კარალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე, მდ. დიდი ლიახვის ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიას მინერალური რესურსცენტრის ეროვნული სააგენტო აუქციონზე ყიდის. 

მოსაპოვებული წიაღისეულის ჯამური მოცულობა 46 530 მ3 -ია. ლიცენზიის საწყისი ფასი 49 816 ლარია. 

აუქციონის პირობების მიხედვით, საგარანტიო თანხა მოიცავს 200-ლარიან სალიცენზიო მოსაკრებელს. ლიცენზიით სარგებლობის ვადა 4 წელია. 

წიაღისეულის მოპოვება უნდა წარიმართოს მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნების მიმართულებით;

  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოპოვებული სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირება განახორციელოს ძარაგადახურული ავტომობილებით, ასევე დასახლებულ პუნქტებში სასარგებლო წიაღისეულის ტრანსპორტირებისას უზრუნველყოს საავტომობილო გზის პერიოდული მორწყვა, რათა თავიდან იქნეს  აცილებული მტვრის გაფრქვევა დასახლებულ პუნქტებში;
  • ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია არ დააზიანოს შიდა სასოფლო გზები, ხოლო დაზიანების შემთხვევაში მოახდინოს მისი აღდგენა.
  • ლიცენზიის მფლობელს წიაღისეულის მოპოვების პერიოდში ეკრძალება გზის გვერდულებზე მასალის დასაწყობება, სამშენებლო ნარჩენების დაყრა, მანქანა-მექანიზმების გაჩერება და დგომა.

ელექტრონული აუქციონი 2 აგვისტოს დასრულდება. 

დატოვეთ კომენტარი