ახალი ამბები

“სკვერში განათება საფრთხის შემცველია” – რა ხდება ნოსტეს სკვერში 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსტეში, სკვერში არსებული განათების შესახებ მოსახლეობა ამბობს, რომ საფრთხის შემცველია.

ერთ-ერთი ადგილობრივი კასპის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებს საკითხით დაინტერესდეს. 

“კასპის მუნიციპალიტეტის მერია სოფ, ნოსტეში სკვერში არსებული განათება საფრთხეს უქმნის ადამიანებს. მომხდარი უბედურებები მაინც გაითვალისწინეთ და პროფესიონალებს ანდეთ ასეთი სახიფათო საქმე”, – წერს ნინო ხიზანბარელი. 

კასპის მერიაში განმარტავენ, რომ სკვერში განათებების სისტემის განახლება მიმდინარეობს და სამუშაოების გამო სადენები მიწის ზემოთაა ამოტანილი. 

“სკვერში განათების სისტემა იყო მიწის ქვეშ, ამოღებულია სწორედ ამ მიზნით და მიწის ზემოთ მოეწყობა”, – განმარტა კასპის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დალი კორკომაშვილმა. 

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ასეთი სამუშაოების დროს უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ სისტემის განახლება მიმდინარეობს, განათებები ჩართულია და უსაფრთხო არ არის. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.