ახალი ამბები

სურამში, 26 მაისის ქუჩაზე 26 ივნისიდან 6 აგვისტომდე მანქანების მოძრაობა იზღუდება 

სურამში, 26 მაისის ქუჩაზე, 26 ივნისიდან 6 აგვისტოამდე, ავტომობილი გრაფიკით იმუძრავებენ. 

ხაშურის მერიის ინფორმაციით, ამ პერიოდში, საავტომობილო მოძრაობა 9:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდუბე.ა 

“გთხოვთ, ისარგებლოთ შემოვლითი გზით. საჭიროების შემთხვევაში, შეუფერხებლად იმოძრავებს სასწრაფო და სახანძრო”, – წერს ხაშურის მერია. 

უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობა გვერდისუბანი-ბაიანთხევის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იზღუდება.

დატოვეთ კომენტარი