ბლოგები

“კომლი” კასპის განვითარებისთვის – რას და რისთვის ვთავაზობთ მოქალაქეებს?

ავტორი: თეონა დალაქიშვილი

მე თვითონ ვარ კასპიდან, და ყოველთვის მსურდა ამ ქალაქში ყოფილიყო გარემო, საიდან წასვლაც ადამიანებს არ მოუნდებოდათ. ასეთი გარემოს შექმნას კი ადამიანეთან ურთიერთობა, დაკავშირება, ერთობლივი მუშაობა და გაერთიანება სჭირდება. სივრცე, სადაც ამას შევძლებდით ჩვენს მუნიციპალიტეტეში არ იყო, რაც მუდმივად ერთ-ერთ პრობლემად სახელდებოდა. სწორედ ამ პრობლემის საპასუხოდ დაიბადა “კომლის” იდეა: 

  • სივრცის, სადაც შეგიძლია მუშაობა, თანაცხოვრება და თანაშექმნა;
  •  ადგილის, საიდანაც დაიწყება ქალაქის გარდაქმნა.

15 ივლისს ჩვენ ოფიციალურად გავიხსენით. ’’კომლი “ არის თანაშექმნის სივრცე ადგილობრივი თემის წევრებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვისაც სურს სივრცის გამოყენება შეხვედრებისთვის, გასართობად, არტისტებისთვის, დასასვენებლად, დასარჩენად.

ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ და მკითხველს გეტყვით, რომ თავადაც შეგიძლიათ შეხვედრების დაორგანიზება და მასპინძლის ამპლუის მორგება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგითმოთ ყველანაირად აღჭურვილი სივრცე თავისუფალი დროის პროდუქტიულად გამოყენებისთვის.

ამ ყველაფერს ჩვენ  ორგანიზაციები “European Endowment For Democracy”, “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”, “Women’s Fund in Georgia” და “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი – CTC” და  “Friedrich-Ebert-Stiftung, Georgia” მხარდაჭერით ვაკეთებთ. 

რა არის “კომლი”?

“კომლი” ეს არის ადგილი, სადაც შეგიძლია შექმნა რაღაც ახალი, განვითარდე, იპოვო საკუთარი თავი –  ასე კომლს თავად ახალგაზრდები ახასიათებენ, და ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის.

“კომლის” იდეა გაჩნდა 2021 წელს და მაშინ ხელთ მცირე თანხა და მიწა გვქონდა, თუმცა მალევე დავიწყეთ კამპანია. Ჩვენი მისიაა, თემის განვითარებისთვის მდგრადი დაფინანსების შექმნა. Სწორედ ამიტომ, კომლის კონცეფცია ეფუძნება სოციალურ მეწარმეობას.

Ჩვენ გავხსენით არამხოლოდ სამუშაო სივრცე, არამედ ასევე ახალგაზრდული ჰოსტელი, სოციალური სივრცე, სადაც შეგვიძლია ვუმასპინძლოთ 18 ადამიანს და გავუწიოთ სრული სერვისი: დარჩენა, კვება, ტრენინგი და მენტორინგი.

მიღებული შემოსავალი კი სრულად მოხმარდება სათემო პროექტებს და ახალგაზრდების მხარდაჭერას.

კომლის გუნდი თავიდან სულ 2 ადამიანისგან შედგებოდა და დღეს უკვე 8 ადამიანი ვართ, უმეტესობა აქედან ცხოვრობს კასპის სხვადასხვა სოფელში და ზუსტად იცნობს ადგილობრივ საჭიროებებს. Ჩვენ ორი მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას, ეს არის სივრცის განვითარება და სათემო პროგრამების განვითარება, რომელიც მრავალფეროვან შესაძლებლობებს შესთავაზებს თემს მათი განათლებისა და განვითარებისთვის.

რა სარგებელი მოაქვს “კომლს” ადგილობრივებისთვის?

“კომლის” ოფიციალურ გახსნამდე, საკმაოდ ბევრი საინტერესო აქტივობა გვქონდა, მოვიცავით კასპის ყველა სოფელოი, ჩავატარეთ ბანაკები, დავნერგეთ სათემო მენტორინგი, შევქმენით ახალგაზრდული სივრცეები.

კომლი ღიაა ყველასთვის, და მზად არის მუდმივად გვერდში ედგეს ადგილობრივ თემს და ახალგაზრდებს, რათა ერთად დავძლიოთ გამოწვევები.

კასპში არის უამრავი Საჭიროება –  კასპი ფაქტიურად მოწყვეტილი იყო იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობდა სამოქალაქო საზოგადოებაში.

დღეს კასპელ ახალგაზრდებს აქვთ წვდომა ყველანაირ ინფორმაციაზე, სერვისზე, შესაძლებლობაზე, უფრო მეტიც, მათ თავად შეუძლიათ ახალი იდეების განხორციელება და შესაძლებლობების შექმნა. Ჩვენ მუდმივად მათთან ერთად ვიკვლევთ საჭიროებებს და მათთან ერთად ვგეგმავთ შემდგომ ნაბიჯებს. ახლა კი უკვე გვაქვს სივრცე, და გადავდივართ ახალ ეტაპზე, სადაც ხელმისაწვდომს გავხდით ყველა ტიპის ცოდნას, რაც ასე საჭიროა ადგილობრივ დონეზე.

კომლი ეხმარება ქალებს – ქალთა საკითხები ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. Ჩვენ უკვე მეორე წელია ქალებს ვთავაზობთ შემეცნებით შეხვედრებს, ასევე სამედიცინო კონსულტირებას, გადამისამართების სერვისს. გარდა ამისა, დავიწყეთ ახალი კამპანია, რომელიც მენსტრუალურ სიღარიბეს ეხება.

კომლი იქნება პირველი სივრცე, რომელიც სთავაზობს ქალებს და გოგონებს ჰიგიენურ ნივთებს უფასოდ. ეს არის პირველი სამუშაო სივრცე რეგიონში, რომელიც მსგავსი ინიციატივით გამოდის.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ისრაელის საელჩოსთან – ისრაელის საელჩოს მაშავის პროგრამის დახმარებით, ახალგაზრდებისთვის გაიხსნა და ყველა საჭირო ტექნიკით აღიჭურვა 2 სივრცე კასპის სოფლებში.  

კომლი ღიაა ყველასთვის. კომლი სრულიად უფასოა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის, ხოლო ჩამოსულ ორგანიზაციებს დაბალფასიან სერვისს შესთავაზებს. Ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით მხარი დავუჭიროთ ადგილობრივი ორგანიზაციების განვითარებას და ადგილობრივი ინიციატივების გაძლიერებას სივრცის და შესაბამისი ცოდნის მიწოდებით.

მთავარი ფოტო: dev.ge
დატოვეთ კომენტარი