ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ რბონაში, მდინარე მტკვარზე გადასასვლელი ხიდის განათებისთვის ტენდერი გამოცხადდა.
სამუშაოებისთვის ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიას 12 283 ლარი აქვს გათვალისწინებული.
სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 დღეში უნდა დაასრულოს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ხიდს რეაბილიტაცია გასულ წელს ჩაუტარდა, სამუშაოებისთვის 37 630 ლარი დაიხარჯა.
დატოვეთ კომენტარი