ახალი ამბები

ბრეთის მეურნეობაში გზებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთის მეურნეობაში გზების რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოცხადდა. ადგილობრივ ხელისუფლებას სამუშაოებისთვის 834 540 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

პროექტის მიხედვით დაგეგმილია 8 ობიექტისგან შემდგარი გზის რეაბილიტაცია,რომლებიდანაც ნაწილი ეკუთვნის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ეზოებს. 

“არსებული მონაკვეთი მთლიანად შედგება 8ობიექტისაგან, აქედან ობიექტი №2, ობიექტი №3, ობიექტი №4 და ობიექტი №6 წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარედ არსებულ ეზოებს რომელთა საერთო ფართი შეადგენს 6314 მ2- ს, ხოლო ობიექტი №1, ობიექტი №5, ობიექტი №7 და ობიექტი №8 წარმოადგენს არსებულ გზებს ან გზებთან ერთად მიმდებარედ არსებული კორპუსების ეზოებს, რომელთა საერთო ფართი შეადგენს 3766 მ2-ს. ყველა ობიექტი მოხრეშილია და გადის დასახლებულ უბნებში, მოსაწესრიგებელია სანიაღვრე სისტემა, ეზოში შესასვლელები და მიერთებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მონაკვეთებს საჭიროა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია”, – ვკითხულობთ საპროექტო დოკუმენტაციაში. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 72 დღეში უნდა დაასრულოს.

დატოვეთ კომენტარი