ახალი ამბები

70 000 ლარი მძლეოსნობის დარბაზთან მისასვლელი გზისთვის – გორის მერიის ტენდერი  

გორის მერია სოფელ მეღვრეკისში მძლეოსნობის დარბაზთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციას გეგმავს. უწყებამ სამუშაოებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა და 74 155 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღეში უნდა დაასრულოს. 

დარბაზამდე მისასვლელი გზა 100 მეტრია, რომლის რეაბილიტაცია და გარეგანათების მოწყობა გასულ წელს დაანონსდა.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული დარბაზი საქართველოს მძლეოსანთა ფედერაციის პრეზიდენტმა, კახი კახიშვილმა საკუთარი სახსრებით შექმნა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.