გორის აგრარულ ბაზარში, თევზის უსაბუთო გაყიდვისთვის ერთი პირი 1 000 ლარით დააჯარიმეს.
“ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესის დარღვევის გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა განმერეობით, “სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი” 66-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე”, – ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილში.
სამინისტროს თევზის უსაბუთო გაყიდვის შესახებ ორგანიზაციიდან “მოძრაობა ბრაკონიერობის წინააღმდეგ” აცნობეს.
“ძალიან გთხოვთ ყველას მსგავს შემთხვევებში, თუკი ხედავთ სარეალიზაციოდ გამოტანილ მდინარის თევზის სახეობებს, მყისიერად მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია: ბაზრის მისამართი, დახლის ნომერი ან მიახლოებითი ლოკაცია”, – ვკითხულობთ მოძრაობის მიმართვაში.