ახალი ამბები

“ფუსფუსი” გორელ ქალებს თავდაცვის უფასო კურსს სთავაზობს

“ფუსფუსი” ქალებს თავდაცვის უფასო კურსს სთავაზობს, რომლის ფარგლებშიც პირველი რეგიონული შეხვედრა 22 ივლისს გორშია დაგეგმილი. 

“ტრენინგებზე გასწავლით, როგორ გამოაღვიძოთ შინაგანი მებრძოლი, აიმაღლო თავდაჯერებულობა და სახიფათო სიტუაციებს მობილიზებული დაუხვდე – ამიტომ არ გაუშვა ხელიდან ეს უძვირფასესი კურსი და ახლავე დარეგისტრირდი”, – წერია “ფუსფუსის” განცხადებაში. 

კურსის გავლის მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ ბმულზე:  https://forms.gle/q2LWBbqCZesMdvd9A 

“ფუსფუსის” განცხადებით თავდაცვის კურსი იმ გამოწვევების საპასუხოდ შეიმუშავეს, რომლის წინაშეც საქართველოში მცხოვრები ქალები დგანან. 

“საქართველოში ქალებზე და გოგონებზე ძალადობა [იგივე გენდერული ნიშნით ძალადობა] კვლავ დიდ გამოწვევად რჩება და სტატისტიკაც შემზარავია. სწორედ ამიტომ, ფუსფუსში გადავწყვიტეთ ფიზიკური და ფსიქო-ემოციური თავდაცვის კურსების ორგანიზება. შარშან ეს მხოლოდ თბილისში მოვახერხეთ, წელს კი დამატებით 5 ქალაქსაც მოვივლით”, – ამბობენ ორგანიზაციაში. 

კურსის განმავლობაში იგეგმება ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა:

  •  ძალადობის ფორმებს: პირდაპირი და ირიბი/ფსიქოლოგიური;
  •  მოძალადის მოტივებს და ქცევის პატერნებს;
  •  ძალადობის გამოცდილებასთან დაკავშირებულ მდგომარეობებს;
  •  სხეულის საპასუხო რეაქციებს ექსტრემალურ სიტუაციებში და თავდასხმისას;
  •  სიტუაციურ შემთხვევებს (მაგ. ქუჩაში, ტრანსპორტში, ბარში, დეითზე) და შესაძლო გამოსავლებს;
  •  გავაკეთებთ სხეულისა და ხმის ფლობისა სავარჯიშოებს; გავერკვევით ‘Body language’-სა და სახის მიმიკების მნიშვნელობაში;
  •  ვისწავლით თავდაცვის ეფექტურ ილეთებს, რომელიც შესაძლებელს გახდის საკუთარი თავის/სხეულის დაცვას სპეც.ფიზიკური მომზადების გარეშეც;
  •  განვიხილავთ თავდაცვის საშუალებებს/ყოველდღიური მოხმარების ნივთებს და მათი გამოყენების ხერხებს;
  •  მოგაწვდით ინფოს სხვადასხვა საჭირო აპლიკაციებსა და სერვისებზე.

“კურსის მიზნებია  საკუთარი თავისა და გარემოს შეცნობა/ანალიზი, თავდაჯერებულობის ამაღლება, შინაგანი შინაგანი მებრძოლის გამოღვიძება,  პოტენციურად ‘სახიფათო’ სიტუაციების ამოცნობა,  ვერბალური და ფიზიკური თავდაცვა და  ინსტინქტური თავდაცვითი მექანიზმების გამოფხიზლება”, – ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში. 

თავდაცვის კურსის გავლა შეუძლიათ 16+ ასაკის გოგონებს.  გორში შეხვედრა 22-23 ივლისაა დაგეგმილი: 

  • შაბათი: 14:00 -18:00
  • კვირა: 14:00 -18:00

“ინფორმაციას ლოკაციასა და სხვა დეტალებზე შერჩეული მონაწილეები მეილზე მიიღებენ. კურსს გაუძღვებიან ფსიქოლოგები და საბრძოლო ხელოვნება – Krav Magaს ინსტრუქტორები. ინიციატივა ხორციელდება “ნიდერლანდების საელჩო საქართველოში” ფინანსური მხარდაჭერით”, – აღნიშნავენ “ფუსფუსში”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები