ახალი ამბები

გორის სასამართლოში პოლიციელის ცემაში ბრალდებულების პროცესი მიმდინარეობს 

გორის რაიონულ სასამართლოში პოლიციელის ცემაში ბრალდებული პირების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მომხდარი ინციდენტის დროს, სამი ადამიანი დააკავეს, რომლებსაც პოლიციის მაღალჩინოსანზე ფიზიკურ ძალადობას და იარაღის უკანონოდ დაუფლებას ედავებიან. 

დაცვის მხარე ბრალდებას არ იზიარებს და ამბობს, რომ პოლიციის მაღალჩინოსანი დაკავებულებს, შურისძიების მიზნით, მამასთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდა. 

“სამი ადამიანია დაკავებული. ამ სამიდან რეალურად კონფლიქტში მონაწილეა ერთი, რომლის მიმართაც მეორე მხრიდან მყოფმა პოლიციელმა და მისმა მამამ დაიწყეს ეს კონფლიქტი. შემდეგ ამ პოლიციელმა ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, დაუმიზნა და რომ არა ადამიანები, რომლებმაც ხელში ხელი მოკიდეს და ააქნევინეს, ეს ტყვია ვის მოხვდებოდა, კაცმა არ იცის. ამას წინ მცირე ავტოავარია უძღოდა”, – ამბობს ადვოკატი. 

საპირისპიროს ამტკიცებს პროკურატურა. უწყების ცნობით, შსს-ის თანამშრომელის სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა იმ დროს მოხდა, როცა მისთვის დაკავებული ჯ.ც. იარაღის წართმევას ცდილობდა. 

დატოვეთ კომენტარი