დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევერაში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო, – ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნია ავრცელებს.
გერმანიის მთავრობის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში, სოფელ ძევერას მიმდებარე ტერიტორიაზე დევნილი ოჯახებისთვის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სახლები შენდება.
საცხოვრებლის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებულ ნებისმიერ დევნილ ოჯახს შეუძლია.
განაცხადები, 10 აგვისტოს ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში მიიღება. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებშიც შემდეგ მისამართებზე:
• გორი, სამების ქ.N1;
• რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
• ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.