ახალი ამბები

ატენში, ბოშურსა და ბიისში დაზიანებული ხიდ/ბოგირების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში, ბოშურში და ბიისში დაზიანებული ხიდ/ბოგირების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდა. სამუშაოებისთვის გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 144 780  ლარი გაითვალისწინა. 

ერთი თვის წინ, მდინარე ტანას ადიდების შემდეგ, აღნიშნულ სოფლებში ბოგირები და ხიდები დაზიანდა, რომელიც უბნებს ერთმანეთთან  აკავშირებს. 

დაგეგმილია ბიისში ხიდისა და ბოგირის, ატენში ორი ხიდის და ბოშურში ერთი ხიდის რეაბილიტაცია. 

სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 75 დღეში უნდა დაასრულოს. 

დატოვეთ კომენტარი