ახალი ამბები

სურამში ჰამაკები რუსეთის დროშის ფერებში გააკეთეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში ჰამაკები რუსეთის დროშის ფერებში გააკეთეს, – გასაყიდად გამოტანილი ჰამაკების ფოტო “საქართველოს სამხედრო ძალამ” გაავრცელა. 

ქართული ნაწარმის რუსეთის ფერებში დამზადებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. 

“რატო უნდა ქონდეს ქართულ ნაწარმს რუსეთის დროშის ფერები, შეგირცხვეთ ნამუსი”, “ნუთუ დაგავიწყდათ თქვენი დროშა ფეხებით რომ გათელეს”, “Ნეტა არ გრცხვენიათ ამის მომქსოვს?”, – წერენ მოქალაქეები. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი