ახალი ამბები

განახლებული ინფრასტრუქტურის ფოტოები კასპშიც დაქირავებულ ფოტოგრაფს გადააღებინეს

კასპში “განახლებული რეგიონების ფარგლებში” ჩატარებული ინფრატრუქტურული სამუშაოების ფოტოების გადაღება ფოტოგრაფ ბადრი ვადაჭკორიას დაავალეს, რომელსაც  ასევე ხელშეკრულებები გაუფორმეს გორისა და ხაშურის მერიებმა. 

კასპის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის სამუშაოები განხორციელდა. 

“გიორგი სააკაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩების და მასზე მდებარე 15 შენობის და მიმდებარე ტერიტორიის, ტროტუარების რეაბილიტაცია, მოეწყო გამწვანების ზოლები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 4 სკვერს, 1 შადრევანს, გმირთა მემორიალს, გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტს, გიორგი სააკაძის სკვერში მოეწყო ახალი შადრევანი. განახლებულ სკვერში ბავშვებისთვის მოეწყო გასართობი ატრაქციონები. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 9,857,853.81 ლარი”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

ინფორმაციისთვის, პროექტის ღირებულებამ  9,857,853.81 ლარი შეადგინა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.