ახალი ამბები

ბოშურში ერთი თვის წინ, სტიქიის შედეგად, დაზიანებული ხიდი ჯერ არ შეუკეთებიათ

“ქვემო ბოშურში ადიდებულმა მდინარემ ხიდი წაიღო”, – ინფორმაციას საკრებულოს წევრი ნანა ლოთიშვილი სოციალურ ქსელში. 

ლოთიშვილის ინფორმაციით, ხიდი ადიდებულმა მდინარემ წაიღო, რომელიც ერთი სოფლის ორ მხარეს აკავშირებდა.

“ერთადერთი დამაკავშირებელი გზა იყო მეორე მხარეს დარჩენილი მოსახლეობისათვის. გორის მერიის შესაბამისმა სამსახურმა გაწმინდა სოფლის მხოლოდ ის ნაწილი სადაც სოფლის გამგებელი ცხოვრობს, უგზოდ დარჩენილი მოსახლეობა კი საერთოდ არ ადარდებს”, – წერს ლოთიშვილი სოციალურ ქსელში.

“მოზაიკა” ბოშურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელს ჯუმბერ გიგაურს ესაუბრა, რომლის თქმითაც, ხიდი უახლოეს მომავალში აღდგება, მანამდე კი მოსახლეობა ალტერნატიული გზით სარგებლობს.

“სტიქიის შედეგად მდინარემ საფეხმავლო ხიდი წაიღო, რომლის აღდგენაც უახლოეს მომავალში იგეგმება. მოსახლეობას აქვს ალტერნატიული გზა, რითიც შეუძლიათ რომ ამ ეტაპზე ისარგებლონ”, – ამბობს გიგაური.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ხიდი სტიქიის შედეგად ერთი თვის წინ დაზიანდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.